eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს გამოცდებზე წარმატება უსურვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! წარმატებას ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს!

 

გგულშემატკივრობთ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც არჩევანი კავკასიაში პირველ უნივერსიტეტზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთეთ. სწორედ თსუ გაძლევთ შემდგომი განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს.

 

80-მდე საბაკალავრო პროგრამა, გაცვლითი პროგრამები ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, საინტერესო, აქტიური სტუდენტური ცხოვრება - ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია! თქვენი წარმატება იწყება აქ!“

თარიღი: 03/07/2025