საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის მილოცვა პირველკურსელებს

ძვირფასო პირველკურსელებო,

 

გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას! დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით დიდი მწვერვალების დაპყრობა მოგიწევთ. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ, თქვენი პროფესიონალიზმი ჩვენი სამშობლოს წინსვლის გარანტია იქნება.

 

განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ ექვსი ათასზე მეტ პირველკურსელს, რომელმაც უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯი და არჩევანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა. თქვენ კავკასიაში უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდით. თსუ-ს დიდი ოჯახის წევრობა საამაყოა და თან დიდი პასუხისმგებლობაცაა.

 

თქვენ შეძლებთ მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, შეიძინოთ და განავითაროთ საჭირო უნარები, იყოთ კონკურენტუნარიანნი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, გაატაროთ მხიარული და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება, შეიძინოთ უამრავი თანამოაზრე და მეგობარი.

 

გპირდებით, რომ თსუ თქვენი მშობლიური ადგილი გახდება, რომელიც მოგცემთ საუკეთესო განათლებას და წარმატების საფუძველს!

 

ჯაბა სამუშია

თსუ რექტორი, აკადემიკოსი

თარიღი: 04/09/2023