საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქუთაისში გვირილობის დღესასწაულზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა ქუთაისში გვირილობის სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.

 

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში თსუ სტენდს დილიდან ბევრი სტუმარი ეწვია, საინტერესო აქტივობებსა და ვიქტორინებში ჩაერთნენ და თსუ ისტორიის და პროფესიული პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

 

თსუ პროფესიული პროგრამები თბილისსა და ქუთაისში 2007 წლიდან ხორციელდება. წელს ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს ორივე ლოკაციაზე 20 პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

თარიღი: 04/05/2026