თსუ კინო-ტელე-ხელოვნების კათედრის კურსდამთავრებულის ირაკლი გოგრიჭიანის ფილმმა „IERI“ ზედიზედ მერვე ჯილდო მოიპოვა.
ამჯერად, ფილმმა პლოვდივში (ბულგარეთი) გამართულ აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ნომინაციაში - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - გაიმარჯვა.
ფილმის პროდიუსერია ნინო გელოვანი, მსახიობები- ბიძინა ჩხეიძე, ოთარ მიქელაძე, ნინო გელოვანი, მარინა კოლხიდაშვილი.
ფილმმა „IERI“ არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. ვულოცავთ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მორიგ საერთაშორისო აღიარებას!