თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ 10 წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც კაპელამ მაყურებელს კლასიკური და საგუნდო მუსიკის განსაკუთრებული პროგრამა წარუდგინა.