თსუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უნივერსიტეტი“ იტალიის ქალაქ აგრიჯენტოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „Mandorlo in Fiore 77“ საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი, ევროპის მასშტაბით პირველ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - მეორე ადგილზე გავიდა!
ფესტივალში 35 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო საუკეთესოდ დასახელდა სამი ანსამბლი:
ჩილედან,სერბეთიდან და საქართველოდან - თსუ-ის ანსამბლი „უნივერსიტეტი“.
ვულოცავთ წარმატებას უნივერსიტეტის ანსამბლის თითოეულ წევრს, ქორეოგრაფებსა და მთელ გუნდს.