საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მეცნიერები - ლიდერები ფუნდამენტურ კვლევებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები – ლიდერები ფუნდამენტურ კვლევებში.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, თსუ-ის მეცნიერებს ეკუთვნით.

კონკურსში გამარჯვებული 111 პროექტიდან 44 პროექტი, ანუ დაახლოებით 40%, თსუ-ის მეცნიერებმა მოიპოვეს.

პროექტები შეფასდა European Science Foundation – Science Connect (ESF-SC)-ის მიერ.

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების განვითარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესს.

 

თარიღი: 26/02/2026