ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უშლის საუნივერსიტეტო ცხოვრებას, სასწავლო და საგამოცდო პროცესს.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან სტუდენტების განათლების უფლება და პროტესტი გამოხატონ კონსტრუქციული, მშვიდობიანი ფორმით.
რამდენიმე პირის (მათ შორის არა უნივერსიტეტელის) მცდელობა, ჩაშალოს საგამოცდო პროცესი, რომელშიც 26 000 სტუდენტი მონაწილეობს, კატეგორიულად მიუღებელია.
ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია: თითქოს „უნივერსიტეტმა არ ჩაუთვალა ქულები“ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ყოველთვის დაიცავს საკუთარ მისიას, უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლებისა და კვლევის შეუფერხებლად განხორციელებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო