თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად იყო და მომავალშიც ღია იქნება ნებისმიერი სამუშაო ფორმატით სტუდენტებთან დიალოგისთვის, თუმცა ემიჯნება ძალმომრეობითი ხასიათის ნებისმიერ აქტს და სამუშაო პროცესის ჩაშლის მცდელობას. უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებსა და გარეშე პირებს, რომლებიც ამჟამად გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარებას ითხოვენ, მიმართონ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ.
ამ ეტაპისთვის სტუდენტების 0.6 % დარეგისტრირებულია ქუთაისის საგამოცდო ცენტრში, 0.2 % კი ახალციხეში. რეგიონებში გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა, თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდა და პროცესი 1 ივნისს, საღამოს 17:00 საათზე დასრულდება. კვლავ ათეულობით თავისუფალი ადგილია თსუ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.