საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ბიბლიოთეკამ და საბავშვო ჟურნალმა „დილა“ მოსწავლეებს უმასპინძლეს

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ, რომელთაც საბავშვო ჟურნალმა „დილა“ უმასპინძლა.

 

მიმდინარე წელს „დილა“ დაარსებიდან 120 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ავტორებმა ბავშვებს  ჟურნალის ისტორია გააცნეს, საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს. გაიმართა დისკუსიები. შეხვედრის მეორე ნაწილი კი გასართობ აქტივობებს დაეთმო.

 

თარიღი: 30/05/2024