თსუ ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინიციატივა ემსახურება ბავშვის უფლებების დაცვის, კვლევითი საქმიანობისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ეხმიანება თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მხარდაჭერით უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოების პროცესს.
შეხვედრაზე თსუ ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო შატბერაშვილმა წარადგინა UNHCR-ის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის - „ლტოლვილ ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობა და სოციალური ინტეგრაცია საქართველოში“ - ძირითადი მიგნებები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, ბავშვთა სფეროში მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც განათლების ხელმისაწვდომობისა და ლტოლვილ ბავშვთა ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.