საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები - 2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2024 წლის 9 ივლისს ჩატარდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები.

 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყება 2024 წლის 10 ივნისს 10:00 საათზე და  დასრულდება 2024  წლის 14 ივნისს 18:00  საათზე (5 სამუშაო დღე).

 

აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა:

 

ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი

(იხ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება)

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.

 

კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

შევსებული განცხადების ფორმა;

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ცნობა:

დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ (ფაკულტეტის წარმომადგენელი)

ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ (დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი);

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ:  https://www.tsu.ge/ka/legal/49641.

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი:  https://tsu.ge/ka/legalakad/39575

 

აკადემიური საბჭოს არჩევნების საარჩევნო უბნების მისამართები

 

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი #1

სხდომის ოქმი# 2

სხდომის ოქმი# 3

სხდომის ოქმი# 4

სხდომის ოქმი# 5

სხდომის ოქმი# 6

სხდომის ოქმი #7

სხდომის ოქმი #8

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა არჩევნების შედეგები

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2024 წლის 9 ივლისს  ჩატარდა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები.

არჩევნები მიმდინარეობდა 23 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ თითოეულ უბანზე გამოცხადდა უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ყველა საარჩევნო უბანზე ჩატარებულად ჩაითვალა.  

აკადემიური საბჭოს არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 72%-ზე მეტი, რაც მაღალ აქტივობაზე მიუთითებს.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე, რეგულაციების სრული დაცვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არცერთ უბანზე არ დაწერილა საჩივარი.

არჩევნების შედეგებისათვის იხ. არჩევნების შედეგების აქტი

თარიღი: 07/06/2024