თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2024 წლის 9 ივლისს ჩატარდა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები.
არჩევნები მიმდინარეობდა 23 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ თითოეულ უბანზე გამოცხადდა უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ყველა საარჩევნო უბანზე ჩატარებულად ჩაითვალა.
აკადემიური საბჭოს არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 72%-ზე მეტი, რაც მაღალ აქტივობაზე მიუთითებს.
არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე, რეგულაციების სრული დაცვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არცერთ უბანზე არ დაწერილა საჩივარი.
არჩევნების შედეგებისათვის იხ. არჩევნების შედეგების აქტი