თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია კიდევ 7 წლით მოიპოვეს!
რას ნიშნავს ეს?
საერთაშორისო აკრედიტაციის გერმანული ფონდი FIBAA (ევროპული აკრედიტაციის ასოციაცია ENQA-ს წევრი) ადასტურებს, რომ ISET-ის აკადემიური პროგრამების ხარისხი უმაღლეს ევროპულ ნიშნულზეა. ISET-ის სტუდენტები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე განათლებასა და დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში. ISET-ის პროგრამები ერთადერთია საქართველოში, რომელთაც ეკონომიკის დარგში საერთაშორისო აკრედიტაცია აქვთ.
FIBAA-ს შეფასებით, ISET-ის პროგრამებმა მრავალ საკვანძო კრიტერიუმში დადგენილ სტანდარტებს გადააჭარბა და უმაღლესი შეფასება -“Exceeded Expectations” - დაიმსახურა!