თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და English Book Education- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და English Book Education- ის წარმომადგენელმა მიხეილ გურგენიძემ მოაწერეს.
თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტუდენტების მხარდამჭერი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს.