საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ისა გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



დოკუმენტს ხელი მოაწერეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფგანგ ბრიუკმა.



მემორანდუმი ეფუძნება ბოლო წლებში ორ უნივერსიტეტს შორის დაწყებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მიზნად ისახავს მედიცინის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების სფეროში გრძელვადიანი და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას.

თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება: სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განვითარება; აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსების ინიცირება; ერთობლივი კვლევითი ჯგუფების ჩამოყალიბება მორფოლოგიის, ნეირომეცნიერების, სამედიცინო ინფორმატიკისა და ციფრული მედიცინის მიმართულებით; ევროპულ სამეცნიერო გრანტებში პარტნიორობა და მონაწილეობა.


თსუ-სა და გიოტინგენის უნივერსიტეტის პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სამედიცინო განათლებისა ხელშეწყობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის კუთხით

თარიღი: 04/08/2025