საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამასატის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

თსუ-ში ტაილანდის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – თამასატის უნივერსიტეტის (Thammasat University) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა თსუ-ს რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და საერთაშორისო ინიციატივებში ჩართულობის პერსპექტივები.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თამასატის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებენ ურთიერთობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას.

თარიღი: 14/10/2025