საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი თსუ-ის სტუდენტებისთვის! - პროექტი: „ღამე ბიბლიოთეკაში“

 

19 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და თსუ-ის „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება - „ღამე ბიბლიოთეკაში“.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, მეილზე - khatuna.chugoshvili@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ თავისუფალ თემაზე მათ მიერ დაწერილი ესეები, არაუგვიანეს 10 ივლისისა. (თითო სტუდენტისგან მიიღება 1 ესე, მოცულობა 2-3 გვ; შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12 )

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა ათი ნაშრომი. გამარჯვებული ავტორები მონაწილეობას მიიღებენ პროექტში - „ღამე ბიბლიოთეკაში.“ მათ, საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე, საშუალება ექნებათ, რომ თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში (ღამის საათებში) დაწერონ მხატვრული ჩანახატი ან ესე.

 

აქტივობის მიზანია, თსუ-ის მასშტაბით გამოვლინდეს სტუდენტთა წერითი და აკადემიური უნარები.

 

პროექტის ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, ხოლო მათი ნაშრომები გამოიცემა წიგნად.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და „თსუ-ის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“ წარმატებებს გისურვებთ!

თარიღი: 28/06/2024