საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გაჩეჩილაძე -110

                                           

10-11 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

 მთარგმნელის, პოეტისა და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის ღვაწლისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ისაუბრეს მისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებაზე დამსწრეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი მიესალმა, რომელმაც, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის შესახებ ისაუბრა.  

,,ბატონი გივი განსაკუთრებულ ელფერსა და კიდევ უფრო დიდ სიღრმეს სძენდა ქართულ სიტყვას, მისი საქმიანობა განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის, ისე კულტურისა და უნივერსიტეტის წინაშე,“-განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

ასევე ღონისძიების ფარგლებში,თსუ მუზეუმში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ მუზეუმის ორგანიზებით გივი გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა.

თარიღი: 06/06/2024