საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გეოინფორმაციული სისტემების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემების გამოწვევები" გაიმართა, რომელიც საქართველოში გამოყენებით სფეროში გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) ერთ-ერთი ფუძემდებლის, მამუკა (მალხაზ) ხურციძის ხსოვნას მიეძღვნა.

 

თსუ ასოცირებული პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი დარგის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან. აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებიც თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემების თემატიკაზე საინტერესო მოხსენებებს კითხულობენ და სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და გამოწვევებს განიხილავენ. „კონფერენციის მიზანია გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში, გეოინფორმატიკისა და კარტოგრაფიის დარგების განვითარება ქვეყანაში. ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ქართველი პრაქტიკოსი კარტოგრაფის, GIS ექსპერტის მამუკა ხურციძის ხსოვნას, ასევე, გეოინფორმაციული სისტემების კომპანიის "გეოგრაფიკის" 25 წლის იუბილეს“, - აღნიშნა თენგიზ გორდეზიანმა.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია გეოინფორმაციული ტექნოლოგიები, აგეგმვები, დისტანციური ზონდირება, კარტოგრაფია, გამოყენებითი გის-ი გარემოს დაცვაში, სივრცით მოწყობაში, დარგობრივ დაგეგმარებაში, საძიებო-კვლევით საქმიანობაში, სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში, ჯანდაცვაში, თავდაცვასა და სხვა სფეროებში;

თარიღი: 13/10/2023