საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გენტის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი  ქართულ უმაღლეს სასწავლებელში არსებული  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა იყო.


 გენტის უნივერსიტეტი  ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბელგიაში, რომელიც ბიოტექნოლოგიის, მდგრადი განვითარების და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით ჩატარებული განსაკუთრებული კვლევებით გამოირჩევა.


 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  ასევე დელეგაციის წევრების ინდივიდუალური შეხვედრები თსუ-ში არსებული შესაბამისი მიმართულების  ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან, განიხილეს კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები.

თარიღი: 21/03/2025