საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბლოგების კონკურსი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში

4-დან 18 მარტის ჩათვლით ფინედუზე გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ბლოგების კონკურსი მიმდინარეობს.

კონკურსის ყოველი მონაწილე საკუთარ, უნიკალურ წვლილს შეიტანს პროექტის მხარდასაჭერად, ხოლო კონკურსის საპრიზო ფონდის სახით გამოყოფილი თანხა კონკურსის 17 გამარჯვებულის სახელით - თითოეულისაგან 500 ლარის ოდენობით - გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე.

კონკურსი ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას გლობალური ფულის კვირეულს, რომელსაც საქართველო და ეროვნული ბანკი წელს უკვე მერვედ უერთდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
წარმოდგენილი ბლოგების ძირითადი თემატიკა უნდა იყოს "ფული"; ნამუშევრებში მნიშვნელოვანია "ფული" იყოს განხილული განსხვავებული, საინტერესო, არასტანდარტული რაკურსით; მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ფინედუს რუბრიკა "Finოსოფიური დღიურები".

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გამარჯვებული გამოვლინდება 25 მარტს.
ორგანიზატორები: ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი.
პროექტის სპონსორია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი.

თარიღი: 11/03/2022