2026 წლის 18 მაისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ჩატარდება ონლაინ ფორმატში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.
კონფერენციის სექციები, მნიშვნელოვანი თარიღები, მონაწილეობის პირობები, სტატიისა და აბსტრაქტისადმი წაყენებული მოთხოვნები, ტექნიკური და ფორმატირების წესები იხილეთ დანართში.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: bnustudconference@gmail.com / www.bnu.edu.ge