ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტთა ორი ჯგუფი დაჯილდოვდა. საუკეთესო ინიციატივის ავტორებისთვის პირველი ჯგუფი: მურთაზ მატარაძე, ხათუნა ჩუგოშვილი, თამთა ნაბორაშვილი, ლუკა აფციაური, საბა არჩუაძე, ნინი კვინიკაძე, ნიკოლოზ ყოჩიაშვილი ნიკა დარსალია და საბა ჩიქოვანი. ჯგუფის წევრთა ინიციატივას წარმოადგენდა “თაობათა სოლიდარობის დღის” დაფუძნება. პროექტის მთავარი იდეა თაობებს შორის დიალოგის გაძლიერება, ოჯახური კავშირების განმტკიცება და საზოგადოების ერთიანობის გაღრმავებაა, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველია. ინიციატივა აერთიანებს ახალგაზრდებს, მშობლებსა და ხანდაზმულ თაობას საერთო პასუხისმგებლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის ირგვლივ.
მეორე გამარჯვებული პავლე კახიძეა, რომელმაც წარადგინა ინიციატივა სახელწოდებით: „საქართველოს კანონი ძლიერი ოჯახისა და ბავშვთა კეთილდღეობის სახელმწიფო გარანტიების შესახებ.“
ასევე სერტიფიკატი გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტში აქტიურად მონაწილეობისთვის. პროექტის ავტორის, “ხალხის ძალის” წევრის თამარ ჩიბურდანიძის თქმით: პროექტში 23 სულ უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და დიასპორული ორგანიზაცია ჩაერთო. პროექტის ნომინაციებში მონაწილეობა მიიღო 322 სტუდენტმა, ხოლო დაჯილდოვდა 90.
პროექტს „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ს(ს)იპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტის თანადამფინანსებელია თბილისის მერია.