საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნა.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებებს წაიკითხავენ მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგები: ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, ედინბურგისა და აარუსის უნივერსიტეტებიდან.

ასევე, მომხსენებლები არიან ახალგაზრდა მეცნიერები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნონ არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და განიხილონ სამეცნიერო სიახლეები და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში.

ღონისძიების ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება საჯარო ლექციები.

სიმპოზიუმი 29 მაისს დასრულდება.

თარიღი: 27/05/2022