ლეგენდარული ანსამბლის „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა.
საღამო თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა „ქართული ხმების“ წევრებს უნივერსიტეტში სტუმრობისთვის.
ანსამბლმა წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“, რომლის კომპოზიციის ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელი გახლდათ.
თსუ რექტორის ინიციატივით ანსამბლ „ქართულ ხმებს“ უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცემა.
თარიღი:
08/03/2024