საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას სახელწოდებით „ანა - 100“.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია,

ეთნოლოგია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის სტუდენტებს; მაგისტრატურის სტუდენტებს; დოქტორანტურის სტუდენტებს.

 

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2025 წლის 26 მაისამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი და თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) მოხსენებისათვის მისამართზე: khatuna.chugoshvili@tsu.ge

 

საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილება ავტორებისათვის ცნობილი იქნება საინფორმაციო წერილით. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო მასალების სახით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სასაჩუქრე წიგნი.

 

განაცხადის ფორმა: 

მომხსენებლის გვარი, სახელი, სასწავლო სტატუსი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 10 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.

თეზისების გაფორმების წესი:

ტექსტის ენა: ქართული

რედაქტორის პარამეტრები Word, Windows-თვის:

ფურცლის ზომა: A-4;

მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5სმ;

შრიფტი: Sylfaen;

შრიფტის ზომა: 12;

სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5;

თეზისების მოცულობა: 1 გვერდი (არაუმეტეს 250 სიტყვისა).

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 26 მაისი.

შერჩეული თეზისების ავტორთა ინფორმირება: 30 მაისი.

კონფერენციის გამართვის თარიღი: 3 ივნისი.

საბოლოო ნაშრომების მიღება: 15 ივლისი.

თარიღი: 15/05/2025