ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა კალანდაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება თსუ ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი-ის” ორგანიზებით ჩატარდა.
ანა კალანდაძის ოჯახის წევრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თინათინ ნიბლოშვილი, მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ პროგრამაში ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრებთან ერთად ჭოხონელიძეების სტუდიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე "ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის" წევრებს სიგელები გადასცა საქართველოსა და მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალმა და ქალთა საბჭოს წევრმა ლალე სოფიევამ.