ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება No11; 12.09.2017).
2021 წლის 25 ივნისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის N200/ძ ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების სამინისტროში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 01 ივლისიდან 2021 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.
თარიღი:
29/06/2021