ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას მონოგრაფიის „დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“ წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთავძე მიესალმა, რომელმაც გუჩა კვარაცხელიას მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.
წიგნი მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (SP-22-303) ფარგლებში).