საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 პაულა სტრადინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (ლატვია) დელეგაციის ვიზიტი

26 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  პაულა სტრადინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (ლატვია) დელეგაცია ეწვია. ვიზიტი პროექტ „სამედიცინო საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და შესაძლებლობების პოტენციალის“ ( „Development of the medical educational process and capacity building“)  ფარგლებში ტარდება.  პროექტი მიზნად ისახავს  თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების პოტენციალის გაძლიერებას კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილებისა  გაზიარებისა და ცოდნის გადაცემის  (მათ შორის დიგიტალიზაციის მიმართულებით) გზით.  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ახალგაზრდა ექიმების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. პროექტი ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც უნივერსიტეტის საქმიანობაზე, ასევე სრულიად საზოგადოებაზე.

 

26-29 სექტემბერს ჩატარდება შეხვედრები და ტრეინინგები თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან, აკადემიურ პრესონალთან და  სტუდენტებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისა და  განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები. პროექტი დაფინანსებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

თარიღი: 26/09/2023