საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოსო სიგუა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1949

მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.
სიგუა სოსო დაიბადა 1949 წელს, მარტვილში.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,თსუ-ს პროფესორი.
სხვადასხვა წლებში ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში, საგამომცემლო საქმიანობას : გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო"- რედაქტორი; ჟურნალი "განთიადი", განყოფილების გამგე; გამომცემლობა "მერანი"- რედაქტორი; რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი- განყოფილების და სექტორის გამგე;  საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი;
სოსო სიგუა 1999-2004 წწ. იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი:
•    საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
•    საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2003-2004)
•    საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
•    საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
•    საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია. ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2003)
არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
სოსო სიგუა მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორია.
ბიბლიოგრაფია:
•    „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და აბიბოს ნეკრესელი(ავტორი). - თბილისი, დიდოსტატი, 2001. - 72გვ.
•    ავანგარდიზმი ქართულ ლიტერატურაში (ავტორი). - თბილისი, დიდოსტატი, 1994. - 416გვ.
•    აღთქმული ქვეყნის ძიება : ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1984. - 384გვ.
•    კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტურა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 323გვ.
•    ეპოქა და სტილის პრობლემა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1976. - 301გვ.

თარიღი: 14/05/2025
კატეგორია: ფილოლოგი