ფიქრია ზანდუკელი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1933
ფიქრია ზანდუკელი დაიბადა 1933 წელს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში, იყო ფოლკლორისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1959 წელს, პირველი წიგნი "იავნანა"–1965 წელს. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ანდაზები", 1995 წელს კი სადოქტორო -„ქართული საბავშვო ფოლკლორი".
იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხური პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და სხვ.
გარდაიცვალა 2005 წელს.