გრიგოლ ზარდალიშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1914
გეოგრაფი, მეცნიერი
გრიგოლ ზარდალიშვილი დაიბადა 1914 წელს. 1941 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტიწელს და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სადოქტორო ნაშრომი:“საქართველოს ეკონომიური დარაიონება“, რომელიც 1964 წელს დაიცვა, საფუძვლად დაედო დამხმარე სახელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლებისათვის. 1960 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში, გეოგრაფიის ისტორიაში, ეკონომიკური გეოგრაფიის შესავალსა და სხვ. იყო გეოგრაფიის კეთედრის გამგე, წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ "ისტორია, გეოგრაფია სკოლაში". საინტერესო ცნობები შეაგროვა ქართველი მოგზაურის რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიისა და რესპუბლიკაში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საკითხებს. მის შრომებში მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს დასახლებული პუნქტების, მათ შორის თბილისის და მისი მიდამოების სახელწოდებათა ახსნა.
გარდაიცვალა 1979 წელს.
ბიბლიოგრაფია:
https://bit.ly/46wUDid