ნინო მინდაძე
ეთნოლოგი
დაბადების თარიღი 1943
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)“ , ხოლო 2000 წელს, სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: ,,ქართული ხალხური სამედიცინო კულტურა“. 1972-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის
სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის: უმცროსი
მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-
თანამშრომელი, განყოფილების გამგე. 2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. არის ავტორი უამრავი სამცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციისა.