შოთა იათაშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1966
1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1990 წელს კი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის კინოსარეჟისორო კურსები. 1993 წელს გამოიცა მისი პოეტური დებიუტი „სიკვდილის ფრთები“. 1993-1997 წლებში მუშაობდა ლიტერატურული გაზეთების „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედაქტორად. 1997-2000 წლებში იყო ჟურნალ „სტუდიის“ ლიტერატურული ნაწილის გამგე. 2003 წლიდან არის გამომცემლობა „კავკასიური სახლის“ რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე.