მამუკა კუდავა
დიპლომატი
დაბადების თარიღი 1971
1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1995 წელს ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი; 2001 წელს ბრიუსელის ფრანკოფონული უნივერსიტეტი ; 2004 წელს ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (საფრანგეთი) . 1995-1998 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და სამხედრო-პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წლებში მონტერეის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია); 1997 წლიდან ნატოს დემოკრატიული ინსტიტუტის სტიპენდიატი; 1998-2000წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და უფროსი მრჩეველი; 22007-2012წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში; 2000 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2001 წელს მიღებული აქვს ნატოს გენერალური მდივნის ლორდ რობერტსონის მადლიერების წერილი. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.