გიორგი ჯავახიშვილი
ასტრონომი
დაბადების თარიღი 1958
1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი, ასტრონომიის სპეციალობით. მიღებული აქვს ასტრონომიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 1980 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევა“. 2007-2009 წლებში იყო აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი.