სალომე ბენიძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1986
2003-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით (მაგისტრისტრატურა).
მუშაობდა და დღემდე მუშაობს საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მასმედიაში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენცის მონაწილე. ავტორია შემდეგი პოეტური კრებულების: 2011წ - მოხსენებითი ბარათი; 2013წ - ამბავი უძინართა; თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი“ ჩემი მხრიდან“, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი -„ოქროს გალია“.
2012 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.