ზვიად გამსახურდია
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1939
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სახელმწიფო უნიუვერსიტეტის დასავლეთ ევროპის კათედრაზე. 1972-1977 და 1983-1990 ის წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში სსაქართველოს სსრკ მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, გოგოლის, ბოდლერის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ის ეწეოდა აქტიურ დისიდენტურ, პოლიტიკურ ოღვაწეობასაც. ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს , რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენა.