ვახტანგ იმნაიშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1939
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე, 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2006 წლიდან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი; მისი კვლევის სფერო იყო ძველი და ახალი ქართული ენა, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერებისა და გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობა; ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტისა და ვენის ნაციონალური ბლიოთეკების ძველი ქართული ხელნაწერები და ავსტრიის მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის არქივის ქართული მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები საფუძვლად დაედო ნაშრომს "უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში", რომელშიც იმავე წელს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია; ნაშრომს "ზმნა ძველ ქართულში" (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996) შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი "გერმანულ-ქართული ლექსიკონი", რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა (1999); მისი შრომები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდი, გერმანია, ბელგია); კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვ. უნივერსიტეტებში.