ანა კორძაია-სამადაშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1968
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“ . 1989-1993 წლებში იყო გამომცემლობა BBT -ის რედაქტორი, ხოლო 1993-199 წელს გამომცემლობა „სომაპრეს“ რედაქტორი. 1998 წელს იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004 წლებში კი გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი. არის ავტორი მოთხრობებისა: "ბერიკაობა"(2004), "მე მარგარიტა"(2005).