არჩილ ქიქოძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1972
1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ „სანთელის“ წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო-სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული საქმიანობით.
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.