ანა კალანდაძე
პოეტი
დაბადების თარიღი 1924
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიური ენების სპეციალობით. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 წლებში.