რევაზ სირაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1936
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. 1962-1966 წლებში იყო ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, 1968-1978 წლებში - დოცენტი, 1976 წელს რევაზ სირაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ლიტერატურულ-ესთეტიკური აზრის განვითარება ძველ ქართულ მწერლობაში“. აკაკი შანიძის შუამდგომლობით რევაზ სირაძე ერთი წლით მიავლინეს ბულგარეთში, ბაჩკოვოში, პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესასწავლად.
რევაზ სირაძის თანაავტორობით, ტანძიაში დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი.
1998 წლს ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისათვის რევაზ სირაძეს გადაეცა ღირსების ორდენი. 2006 გახდა წელს პრემია „საგურამოს“ ლაურიატი.
2008 წელს რევაზ სირაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად.