ლევან ბერძენიშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1953
1977 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე:“არისტოფანეს ლიტერატურული შეხედულებებისა და მხატვრული პრინციპების ერთიანობის პრობლემა", შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1975-1995 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში. 1987-1993წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი, 1998-2004წლებში კი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
2009-2011 წლებში მუშაობდა ამერიკის შეეთებულ შტატებში. კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის,სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
ბერძენიშვილი არის ავტორი ავტორი 40 სამეცნიერო ნაშრომისა; ლათინური ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი; თარგმანებისა: არისტოფანეს 11 კომედია და ევრიპიდეს "ელექტრა"; წიგნების: "ინტერნეტი ჟურნალისტებისათვის"; "ადამიანის უფლებები ქართულ კულტურაში" რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი.