ანა ხარანაული
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1962
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “წყაროთა გამოყენების მეთოდები პროკლე დიადოხოსისა და იოანე პეტრიწის შრომებში” . 2005 წელს კი სადოქტორო -“ ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართული ბიბლიის ტექსტის ისტორიის საკითხები”.
1984 – 2018 წლებში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში.
2000 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს ბიბლეისტიკაში თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მაგისტატურაში.
2006 წლიდან - დღემდე არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი.
2008 წლიდან დღემდე ასევე არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთი“ თანახელმძღვანელი და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "ბიბლიის ფილოლოგია" თანახელმძღვანელი.