მიხეილ უკლება
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1953
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტ. 1985 წელს საგარეო ვაჭრობის აკადემია (რუსეთი, ქ. მოსკოვი).
1978-1982 წლებში იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989 წლებში ერაყში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი; 1990-1992 წლებში მოსკოვის საგარეო ეკონომიკური გაერთიანება "ვოსტოკინტორგის" ინჟინერი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი სამმართველოს პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსი; 1992-1998 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 2001-2004 წლებში საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005-2008 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 2008-2012 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბულგარეთში; 2012–2013 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2013 წლის აპრილიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი უკრაინაში.