მერაბ რობაქიძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1938
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965 წელს ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის ასპირანტურა.
1966-1970 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ლაბორანტი. 1970-1980 წლებში ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1980-2000 წლებში არმენოლოგიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი. 2000-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის დოცენტი. 2004 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონების შექმნაში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია", დაიცვა 2003 წელს.