იუზა ხუსკივაძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1932
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1960 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის ფაკულტეტებზე. იყო ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" თანარედაქტორი. მუშაობდა შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო და საერო მხატვრობის, ირანული სახვითი ხელოვნების საკითხებზე. არის ავტორი შრომებისა: "ირანული სამინიატურო შემოქმედების ერთი საკითხი" (1973), "ქართული საერო მინიატურა XVI-XVIII საუკუნეებში" (1976), "XVI საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან" (1992), "ისლამი და ქართული სახვითი ხელოვნება" (1999), "ქართულ ეკლესიათა ხალხური მოხატულობანი" (2003). მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ II (1977), III (1980), IV(1983) და VI (1989) საერთაშორისო სიმპოზიუმებში.